სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ჟანა ანდრეასიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში გაემგზავრა, რათა განიხილოს ორმხრივი თანამშრომლობა და საერთო ინტერესის რიგი საკითხები.
დელეგაციაში შედიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არტურ მარტიროსიანი, უნივერსიტეტის რექტორი ჰოვანეს ჰოვანნისიანი, ერევნის ვ. პეტროსიანის სახელობის 51-ე დაწყებითი სკოლის დირექტორი ლუსინე ღასაბოღლიანი.
საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ხელი მოეწეროს
„სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის
განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს“, ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.
კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდება ერევნის ვარდგეს პეტროსიანის 51-ე დაწყებით სკოლასა და თბილისის 104-ე საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის შესახებ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი „სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის სომხეთსა და საქართველოში ურთიერთ კულტურის დღეების გამართვის შესახებ”.