14 მარტიდან 3 მაისამდე სომხეთის საგანმანათლებლო დაწესებულება აცხადებს სტიპენდიის კონკურსს 2023-2024 წწ. ახალი სასწავლო წლისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ის სომეხი სტუდენტი, ვინც სწავლობს საქართველოში დასწრებით, ფასიან ფაკულტეტებზე ან 2023 წლის 1 სექტემბრიდან აპირებს ჩაბარებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლიათ მაღალი კურსის სტუდენტები, მაგისტრები და ასპირანტები.განაცხადები მიიღება ონლაინ ბმულზე.
სტუდენტის აკადემიური ქულა უნდა იყოს მინიმუმ 100/75 ქულა.
სომხეთის საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში აფინანსებს შემდეგ უნივერსიტეტებს:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,
კავკასიის უნივერსიტეტი,
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონკურსში მონაწილეობა წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სომეხ სტუდენტებსაც შეუძლიათ.
სტუდენტი აგრძელებს სტიპენდიის მიღებას, თუ შეინარჩუნებს მაღალ აკადემიურ ნიშანს არანაკლებ 75 ქულით და წელიწადში 120 საათს მოხალისეობრივ სამუშაოს ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ სომხური საგანმანათლებლო დაწესებულება მოქმედებს სომხეთის რესპუბლიკაში, საქართველოსა და არცახში.