ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში სასმელი წყლის მილსადენის რეაბილიტაციისთვის 600 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ, რომელიც მიიღებს სახელმწიფო შესყიდვას, 4 თვის ვადაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და მილების დაზიანებული მონაკვეთები ახალი ფოლადის მილებით უნდა შეცვალოს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, თანხის ნაწილი მთის ფონდიდან, ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
მათივე ცნობით, სასმელი წყლის მილსადენის რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება „მოსახლეობის მოთხოვნით იქნა მიღებული“.
შეთავაზებები მიიღება 17-დან 22 მარტამდე.