სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 2022 წელს, 12 მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციადან IDFI-მ 7-ზე მიიღო სრული პასუხი, ოთხზე – არასრული, ერთზე კი უპასუხოდ დარჩა – კვლევას აქვეყნებს ,,თავისუფალი ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი”.
ორგანიზაციამ ადმინისტრაციისგან გამოითხოვა ინფორმაცია სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ და ინფორმაცია საკადრო პოლიტიკის შესახებ.
ცნობისთვის, IDFI-ის მიერ 2021 წელს ჩატარებული იგივე კვლევის მიხედვით, სამხარეო ადმინისტრაცია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ბოლო ადგილზე იყო, ახლა კი მეორე ადგილზეა.
გასულ წელს IDFI-მ მოითხოვა საჯარო ინფორმაცია მთავრობის ცხრავე რწმუნებულის ადმინისტრაციისგან, რომელთაგან სამმა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.
რატომ დატოვა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის კითხვები უპასუხოდ?
დეპარტამენტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვპირდნენ ინფორმაციის დაზუსტებას.