სოფლის განვითარების სააგენტომ ახალქალაქის ფერმერებს სახელმწიფო პროგრამა წარუდგინა

დღეს, 14 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან, სადაც  განხილულ იქნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრების შეკითხვები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  შესყიდვისა და დაფინანსების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით.

პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება, თუმცა მონაწილეობა მხოლოდ კოოპერატივებს შეუძლიათ.

როგორც მაღალმთიანი რეგიონის წარმომადგენლებს, ახალქალაქში ბენეფიციარებს შეუძლიათ შექმნან კოოპერატივი 5 წევრისგან და საერთო მიწის ფართობი უნდა იყოს 10 ჰექტარი. დაფინანსება განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ტექნიკის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო გამოყოფს, 50%-ს კი ბენეფიციარი.

აღსანიშნია, რომ პროექტისთვის დაგეგმილი თანხა მთელი საქართველოს მასშტაბით 10 მილიონი ლარია.