ევროკავშირმა უნდა უბიძგოს აზერბაიჯანს, მოხსნას არცახის ბლოკადა და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. რასმუსენი

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლაჩინის დერეფანში ვიზიტის შესახებ განაცხადა.

„ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან და გარე სამყაროსთან. გასული წლის დეკემბერში ის აზერბაიჯანელებმა დაბლოკეს. მას შემდეგ არც სამოქალაქო და არც კომერციული ტრანსპორტი მთიან ყარაბაღამდე ვერ მიდიოდა. შედეგად, დაახლოებით 120,000 მაცხოვრებელი დარჩა აუცილებელ საქონელსა და მომსახურებაზე, მათ შორის სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის გარეშე. ევროპა ვერ დახუჭავს თვალს ჩვენს საზღვრებზე მიმდინარე ჰუმანიტარულ კრიზისზე. ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან და უბიძგოს მას ბლოკადის მოხსნისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად. თუ ამას არ გავაკეთებთ, ჰუმანიტარული ვითარება შესაძლოა ჰუმანიტარულ კატასტროფაში გადაიზარდოს“, – წერს რასმუსენი.