15 მარტი სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ,,შუაა”, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მივედით დიდი მარხვის შუა რიცხვებამდე. ამ დღეს, ტრადიციისამებრ, „სომხური ქადის“ფესტივალს აღვნიშნავთ.
ახალცხის წმინდა გრიგორ განმანათლებლის სახელობის ტაძარში ტრადიციული „სომხური ქადის“ ფესტივალი გაიმართა. დღესსასწაული საეკლესიო გუნდის შესრულებამ და ,,ახალციხე” ცეკვის ანსამბლის გამოსვლამ უფრო გაალამაზა.
ფესტივალის დასასრულს ეკლესიის ჯვარნათლიამ ფესტივალისთვის ყველაზე აქტიურად მომზადებულ ადამიანებს საჩუქრები დაურიგა. დღესასწაული ახალცხისა და ბორჯომის რეგიონის სულიერმა მოძღვარმა მამაო ჰაკობ საჰაკიანისა და ახალცხის მხარის სულიერი მოძღვარი მამაო თორგომ ვარდანიანის ლოცვა-კურთხევით დასრულდა.