ღია წერილი აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს ელჩებს საქართველოში

ძვირფასო ელჩებო,

მთიანი ყარაბაღი სამ თვეზე მეტია აზერბაიჯანის ალყაშია, სომხეთის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფანი დაკეტილია. ეს არის ერთადერთი გზა 120 000 სომეხი მოსახლეობისათვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციისთვის.

სამ თვეზე მეტია, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა არაადამიანურ წამებას განიცდის, საკვებისა და მედიკამენტების სერიოზული ნაკლებობით. ლაჩინის დერეფნის განბლოკვის შესახებ მოწოდებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე ევროპარლამენტმა და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ გაავრცელა, მაგრამ აზერბაიჯანი არ დაემორჩილა და უგულებელყო ყველა მსგავსი მოწოდება.აზერბაიჯანმა იგნორირებაც კი გაბედა ჰააგის გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ეს ქვეყანა სამმხრივი დეკლარაციის პუნქტების მიხედვით ავალდებულებდა ლაჩინის დერეფნის გახსნას.

მიუხედავად ამ მძიმე პირობებისა, რომელშიც მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა აღმოჩნდა, აზერბაიჯანმა არათუ არ მიატოვა თავისი პოლიტიკა, არამედ მიმართა ტერორისტულ ქმედებებს მთიანი ყარაბაღის ეთნიკური წმენდის განსახორციელებლად.

5 მარტს აზერბაიჯანულმა მხარემ სტეფანაკერტი-ლისაგორის გზაზე მთიან ყარაბაღში დივერსიული შეღწევის მცდელობა განახორციელა და სამი ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი მოკლა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მტვრის გაფანტვის მიზნით მთიანი ყარაბაღთან მოლაპარაკების ცრუ იმიტაცია მოახდინა, რომლის დროსაც კონფლიქტის მოგვარების გზების განხილვის ნაცვლად მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებთან,   მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებს ფაქტობრივი ულტიმატუმი წარუდგინეს „ან ინტეგრირდით ან დატოვეთ ყარაბაღი“. ამ ულტიმატუმს მოჰყვა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ჯარების მასიური დაგროვება, რაც ბევრი სომეხი ექსპერტის აზრით, შესაძლოა ახალ ომში და ეთნიკურ წმენდაში გადაიზარდოს.

დიდია ალბათობა იმისა, რომ აზერბაიჯანის ეს აგრესიული ქცევა ნაკარნახევია ჩრდილოეთის მიერ და მიზნად ისახავს ერთდროულად რამდენიმე საკითხის გადაჭრას ახალი ომით, დაწყებული სიუნიქის გათავისებით სომხეთში ევროკავშირის დამკვირვებლების დისკრედიტაციამდე და სომხური დემოკრატიის განადგურება. მოსკოვს საშუალებას მისცემს ჩვენს რეგიონში ჩამოაყალიბოს აზერბაიჯანის მსგავსი ახალი ავტორიტარული რეჟიმი. ბოლოს და ბოლოს, მათი გათვლებით, შესაძლოა სომხეთიც ჩაერთოს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ შესაძლო ახალ ომში, რომელიც არ დაუშვებს სომხების გენოციდს მთიან ყარაბაღში.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ორგანიზაციის სახელით მივიღეთ გადაწყვეტილება, მოგმართოთ თქვენ თხოვნით, ძვირფასო ელჩებო, რათა კიდევ ერთხელ მიაპყროთ ჩვენი რეგიონით დაკავებული თქვენი ოფიციალური პირების ყურადღება ახალი ომის, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის საფრთხეზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დღევანდელ პირობებში თქვენს ქვეყნებს აქვთ ყველა პოლიტიკური ბერკეტი და საშუალება აზერბაიჯანის აგრესიული ქცევის შესაჩერებლად და ახალი ომისა და გენოციდის თავიდან ასაცილებლად.

ბევრად უკეთესია გენოციდის თავიდან აცილება, ვიდრე სომეხი ხალხის თანაგრძნობა ახალი ტრაგედიის გამო.

სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრის დირექტორი: ედუარდ აივაზიან