მინაძეში სპორტული მოედნის აშენება იგეგმება

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში უნდა აშენდეს სპორტული მოედანი  450 კვ. , რისთვისაც მერია 90 ათას ლარამდე დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია სპორტული მოედნის აშენება და საფეხბურთო და საკალათბურთო კარებითა და განათებით აღჭურვა.

მერიიდან გვამცნობენ, რომ ამისთვის თანხა მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. შემოთავაზებები მიიღება 24-27 მარტს. აქ, ახალციხის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ქალაქ ახალციხის 18 ქუჩაზე 21 სპორტული მოედანია, აქედან 9 დაზიანებულია.