ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ექსპორტის ფაქტი გამოვლინდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქემ ხუთ კუბურ მეტრამდე შეშა უკანონოდ გადაიტანა. ფაქტობრივად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მანქანა დალუქეს, უკანონოდ მოპოვებული შეშა ახალციხეში „საყოფაცხოვრებო ეზოში“ გადაიტანეს.