2 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი – ასეთი შედეგით ახალციხის კლუბის მე-13 ლეგიონის სპორტსმენებმა MMA ორთაბრძოლებში შეჯიბრი დაასრულეს. მატჩი თბილისში 17-19 მარტს გაიმართა.
კლუბ ,,13 ლეგიონის” სპორტსმენებმა შემდეგი პრიზებით დაჯილდოვდნენ:
ოქროს მედალი მოიპოვეს და საქართველოს ჩემპიონები გახდნენ: გევორგ გრიგორიანმა და იოსებ ყულიჟანიშვილმა;
ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს: რუდიკ ვირაბიანმა, ჰამო ვირაბიანმა, როლანდ გობაძემ და რობერტ ივანიძემ;
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: პოღოს ვირაბიანმა და თემო ხითარიშვილმა.