ნინოწმინდის ბავშვთა სკოლა-ინტერნატი და დაწესებულებაში მყოფი ბავშვების მიმართ ძალადობა ნახსენებია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ანგარიშში.
დოკუმენტში აღწერილია პანსიონის ირგვლივ ბოლო წლებში შექმნილი ვითარება, მათ შორის ბავშვთა უფლებების დარღვევა, ღირსების შემლახავი, არაადამიანური და უთანასწორო მოპყრობა და ა.შ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სკოლა-ინტერნატში ცხოვრებაც კი ბავშვთა უფლებების დარღვევაა, რადგან გარემომ ხელი არ შეუწყო ბავშვებისთვის სათანადო პირობების შექმნას.