პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს სომხეთში საქართველოს ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე მიიღო.
პრემიერ-მინისტრმა ქართველ დიპლომატს მისიის დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ის თავისი საქმიანობით ხელს შეუწყობს სომხურ-ქართული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის პროგრესით კმაყოფილება გამოთქვა და ხაზი გაუსვა ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაფართოებას და ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია არსებული პოტენციალის სრულად რეალიზებაზე.
საქართველოს ახლად დანიშნულმა ელჩმა მადლობა გადაუხადა კეთილი სიტყვებისთვის და დაარწმუნა, რომ მისი უფლებამოსილების პერიოდში მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიყენებს სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, სავაჭრო-ეკონომიკური დღის წესრიგი. ამ კონტექსტში გამოიკვეთა აქტიური კონტაქტები ბიზნეს წრეებს შორის, ორმხრივი ვიზიტები, საინვესტიციო პროგრამებში ჩართულობა. ჰუმანიტარული კავშირების გაძლიერების კუთხით აღინიშნა სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობა.
ორივე მხარემ ხაზი გაუსვა რეგიონულ სტაბილურობასა და მშვიდობას.