მეწარმეობის კურსი ბიზნესით დაინტერესებულთათვის

თუ თქვენ ხართ 18-35 წლის და გსურთ დაიწყოთ ბიზნესი თქვენს მუნიციპალიტეტში ან გააძლიეროთ არსებული, RDYE ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის პროექტი საშუალებას გაძლევთ განავითაროთ სამეწარმეო უნარები.

ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპით უკვე ისარგებლა 704-მდე ახალგაზრდამ, ჯამში კი 800-მდე ახალგაზრდას გადამზადება იგეგმება.

სამეწარმეო კურსით შეუძლიათ ისარგებლონ სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო და შიდა ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებს.

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ – ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ან ქვემოთ მოყვანილი QR კოდების საშუალებით. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.