ახალციხის მუნიციპალიტეტი ავტოპარკის განახლებას გეგმავს

ახალციხის მუნიციპალიტეტი ავტოპარკის განახლებას 2022 წელს წარმოებული მანქანებით გეგმავს. მუნიციპალიტეტი აცხადებს ტენდერს 330 ათასი ლარის ოდენობის საწმენდი მანქანის (სვიპერი) შესყიდვაზე.

მტვირთავი ექსკავატორის შესყიდვაზე 230 000 ლარამდე, ქუჩის სარწყავი მანქანაზე 225 000 ლარამდე დახარჯვა იგეგმება, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილები უნდა იყოს ახალი, 2022 წლის წარმოების და გამოუყენებელი.

ტენდერი სამ ეტაპად ცხადდება და თითოეულ ეტაპზე წინადადებები მიიღება 31 მარტიდან 3 აპრილამდე.