სალომე ზურაბიშვილი შვედეთის პრინცესას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვედეთის გვირგვინოსან პრინცესას უმასპინძლა. შესაბამის ვიდეომასალას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და შვედეთის პრინცესა ვიქტორიას პირისპირ შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა/

ვიზიტი ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, გვირგვინოსანი პრინცესას საქართველოში ვიზიტის მასპინძელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.