700 000-ზე მეტი კულტურის სახლის რესტავრაციისთვის – აწყური

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში კულტურის სახლის რემონტისთვის 700 000 ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, იგეგმება არსებული დარბაზის ინტერიერის დემონტაჟი და ახლით შეცვლა.

ასევე იგეგმება სცენის აღჭურვა, სკამების დამატება და განათების დამონტაჟება.
ეს ტენდერი მერიამ უკვე მეორედ გამოაცხადა. დოკუმენტის მიხედვით, პირველ ტენდერში მონაწილეობა არავის მიუღია, ამიტომ არ შედგა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. შეთავაზებები მიიღება 13-დან 18 აპრილამდე.