ახალციხის მუნიციპალიტეტში სამშენებლო ზედამხედველობაში ცვლილებები იქნება

ახალციხის მუნიციპალიტეტში მშენებლობაზე ზედამხედველობის ცვლილებები იქნება – როგორც მერი ირაკლი ლაზარაშვილი იუწყება, ამ დრომდე მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები პირდაპირ სასამართლოში იყო გასაჩივრებული, ცვლილებების შემდეგ კი – ჯერ მერიაში განიხილება , შემდეგ კი სასამართლოს მიმართავენ. მისივე თქმით, საქალაქო ინსპექცია ამოწმებს საპროექტო დარღვევებს, თვითნებურ მშენებლობებს და ა.შ.