63 ავტომანქანა და დამატებით კიდევ 3 — რისთვის იყენებს ახალციხის მუნიციპალიტეტი ავტომანქანებს

ახალციხის მუნიციპალიტეტს ბალანსზე აქვს 29 ავტომანქანა, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი  დამატებით იყენებს 34 არაავტორიზირებულ ავტომანქანას, ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტს რეკომენდებულზე მეტი ავტომობილი ჰყავს, აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის ანგარიშშიც. დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ მერიამ 2022 წელს კიდევ 5 მანქანა იყიდა, წელს კი კიდევ სამზე ტენდერი გამოაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წელს 65 000, 70 605 და 53 400 ლარად ავტომობილები იყიდეს.

2021 წლის აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტს არ მიუღია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგენილი მარეგულირებელი აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი მანქანების შესყიდვის წესის შესახებ.