დღეს, 6 აპრილს დიდი ხუთშაბათია.
დიდ ხუთშაბათს სომხურ ეკლესიებში იმართება იესო ქრისტეს ანდერძით ფეხის დაბანის რიტუალი. ამ დღეს მღვდელი, რომელიც წირვას ასრულებს, სხვა 12 ახალგაზრდასთან ერთად, ადის საკურთხეველთან და იბანს მათ ფეხებს. ამ ცერემონიის საფუძველია სახარებაში აღწერილი ამბავი, როდესაც იესო ფეხებს უბანს თავის მოწაფეებს.
რიტუალი ახალციხის გრიგორ განმანათლებლის სახელობის სომხურ სამოციქულო ტაძარშიც შესრულდა. დღეს ასევე ყველა სომხურ ეკლესიაში აღევლინება საზეიმო წირვა, რის შემდეგაც იწყება დიდი პარასკევის საეკლესიო რიტუალი, ჯვარცმის რიტუალი, რომელსაც ,,ხავარუმ”-ს უწოდებენ.