გამოფენა-გაყიდვა ,,მეწარმე ქალები” – ახალციხე

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მეწარმე ქალების ნამუშევრების ნახვა დღეს ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე იყო შესაძლებელი.

ცენტრის ხელმძღვანელის თამუნა კაპანაძის თქმით, გამოფენა გაიმართა პროექტის „გენდერი ფოკუსში“ ფარგლებში, რომლის მიზანია გენდერული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

დღესვე გაიმართა გაცნობითი ღონისძიება „ზრდასრულთას განათლების ცენტრში“, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ უცხო ენები, კერვა, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ხელნაკეთობები.