ახალციხეში, მინაძის თემში ვადამდელ არჩევნებამდე 10 დღე დარჩა.
დეპუტატობის კანდიდატი მხოლოდ პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. როგორც კანდიდატი, ნოდარ ნებაძე გვეუბნება, რომ ის მოსახლეობას ოფიციალურად გააცნეს, მაგრამ მედიაში არც ანონსი და არც პოსტ-ფაქტუმ ინფორმაცია არ გავრცელებულა, „ქართული ოცნების“ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია არც სოციალურ ქსელებში არ გავრცელებულა“.
როგორც „ქართული ოცნების“ ახალციხის ოფისის აღმასრულებელმა მდივანმა, ბესო ბლიაძემ გვითხრა, ვციტირებთ: „მედიას არ უკითხავს“. რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატ ნოდარ ნებაძეს, ის ამბობს, რომ მოსახლეობას ხვდება. კითხვაზე, რა არის მისი საარჩევნო გეგმა, ის პასუხობს, რომ „კონსულტაციები უნდა გაიმართოს“.
შეგახსენებთ, რომ მინაძის თემში ვადამდელი არჩევნები 29 აპრილს გაიმართება.