ახალციხის მუნიციპალიტეტის სომეხმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ არ დაივიწყებს სომეხთა გენოციდს

დღეს, 24 აპრილს, მსოფლიოს ყველა სომეხი  გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის 108 წლისთავს აღნიშნავს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სომხები წმინდა გრიგორ განმანათლებლის სახელობის ტაძარში შეიკრიბნენ, რათა დაესწრონ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ წმინდა და უკვდავ ლიტურგიას.

გრიგორ ლუსავორიჩის ეკლესიიდან მონაწილეები ახალციხეში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი აღმართულ ,,ხაჩქართან” ავიდნენ. მუნიციპალიტეტის სომეხმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ არ დაივიწყებს სომეხთა გენოციდს და მოითხოვს გენოციდის აღიარებას.

მსვლელობისას ხალხმა მოწოდებებით, პლაკატებითა და სახელმწიფო დროშებით კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ არაფერია დავიწყებული და სომეხი ერი სამართალს ითხოვს.

როგორც კი ხალხი ,,ხაჩქარის” ძეგლამდე მივიდა, საეკლესიო წირვა-ლოცვა აღასრულეს, რომელიც მამა ჰაკობ საჰაკიანმა და ახალციხისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა მამა თორგომ ვარდანიანმა აღასრულეს. ხაჩქართან ასევე გაისმა სომხების გენოციდის დაგმობის არაერთი სიტყვით გამოსვლა.