ახალქალაქში სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, 24 აპრილს ახალქალაქის წმინდა ჯვრის ეკლესიის ეზოში, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფილ ,,ხაჩქართან”, სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, წმინდა მოწამეთა შუამავლობა აღსრულდა.

დილიდანვე ახალქალაქელები გენოციდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ,ხაჩქარი” ყვავილებით შეამკეს. ,,ხაჩქართან” მივიდნენ ასევე  ახალქალაქის მუნიციპალიტეტისა და რაიონის საკრებულოს თანამშრომლები, სხვადასხვა დაწესებულებების, სასწავლო ცენტრების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებიც მივიდნენ.

სომეხთა გენოციდიდან 108 წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთის თურქეთმა 1915 წლამდე დაიწყო სომეხი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკე, გენოციდის სიმბოლურ თარიღად 1915 წელია მიჩნეული, რადგან იმ პერიოდში სომეხი  ინტელეგენციის წარმომადგენლები, მილიონნახევარზე მეტი სომეხი წაიყვანეს ქვეყნიდან და დახოცეს.

108 წლის შემდეგ თურქული ქმედებები არ შეცვლილა, მაგრამ სომხების მახვილისადმი ქედმაღლობა შეიცვალა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები სომხები მომთხოვნი არიან და არ გაჩუმდებიან, სანამ ანგარიშსწორება არ იქნება.