სოფელ სხვილისში ახალი მინი-სპორტული მოედანი აღიჭურვა

ახალციხის მუნიციპალიტეტში სპორტული მინი-მოედნების მოწყობა და აღდგენა მიმდინარეობს.

სოფელ სხვილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ითამაშონ ახალ მინი-სპორტულ მოედანზე.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით დაფინანსდა.