ახალქალაქს 5 ქვეყნის ელჩი ესტუმრა

27 აპრილს, ახალქალაქში, SEREC-ის ოფისში გაიმართა ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლების შეხვედრა ევროპის 5 ქვეყნის ელჩებთან. ინიციატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“.

ახალქალაქში იმყოფებოდნენ დანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და ნორვეგიის დიპლომატიური წარმომადგენლები. განხილულ იქნა არაერთი სოციალური საკითხი და პრობლემა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ნაირი ირიციანი, მელქონ მაკარიანი და სხვა ოფიციალური პირები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებაზე.