ახალციხეში იგეგმება რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სახლების ფასადებისა და ღობეების რეაბილიტაცია

ახალციხეში იგეგმება რუსთაველის ქუჩაზე N90-დან N108-მდე სახლებისა და ღობეების შეკეთება , რისთვისაც მერია 300 ათას ლარამდე ხარჯვას გეგმავს.

სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, იგეგმება არსებული ფასადების, ღობეების, რკინა-ბეტონის დემონტაჟი და ახლით შეცვლა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გალავნის სიგრძე რუსთველის N 71-დან ღრელის შესასვლელამდე დაახლოებით 140,110 მეტრი იქნება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თანხა მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. შემოთავაზებები მიიღება 5-8 მაისს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან 12 კვირაში უნდა დაასრულოს.