ეკატერინე ორჯონიკიძე – ძალიან მიხარია, რომ ბაკურიანის იერსახე დღითი დღე უმჯობესდება

ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, ეკატერინე ორჯონიკიძის, ინიციატივით ბაკურიანის ცენტრალური ქუჩის ღობეებზე ყვავილები გადმოიკიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბაკურიანის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

,,სააგენტოში დანიშვნის დღიდან დიდი სურვილი მქონდა, ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩებზე, როგორც ღობეებზე,ასევე აივნებზე განგვეთავსებინა ყვავილები. ძალიან მიხარია, რომ დაბის იერსახე დღითი დღე უმჯობესდება. ჩემი თხოვნა იქნება, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღონ ამ ინიციატივაში მონაწილეობა და მსგავსად გაალამაზონ საკუთარი აივნები და ღობეები’’, – განაცხადა ეკატერინე ორჯონიკიძემ.

აღნიშნული ყვავილები ბაკურიანის განვითარების სააგენტოს პროექტის ,,განახლებული რეგიონები” ფარგლებში სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის” მიერ გადაეცა.