ნაქალაქევში „გუშინ იპოვეს ჟილეტი სანთებელით, სიგარეტით და ტელეფონით“, – განაცხადა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის მერის წარმომადგენელმა რამაზ მაღრაძემ.
თვითონაც დაკარგულ ბიჭს ეძებს. „მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, ჩართულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ადგილობრივი მოსახლეობა ამოწმებს მდინარეს ბორჯომიდან აქამდე”.
ნაქალაქევში მცხოვრები ახალგაზრდა 4 დღის წინ გაუჩინარდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მწყემსად წავიდა, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია. მისი ნაკვალევი მდინარესთან ჩერდება, ერთი-ერთი ვარაუდით, ის მდინარეში ჩავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ან თვითმკვლელობის მცდელობას გულისხმობს.