ახალციხის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ორი ომის ვეტერანი დარჩა, მისაკ ავეტისიანი და საჰაკ მიქაელიანი

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 78 წელი შესრულდა.

ოფიციალური ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოს 700 000 მოქალაქე მონაწილეობდა, მათგან თითქმის ნახევარი დაიღუპა.

თარიღთან დაკავშირებით ახალციხეში გმირთა ძეგლი დაიდგა. ვეტერანთა რეგიონული სამმართველოს უფროსმა ზურაბ ფარცახაშვილმა გვითხრა, რომ რეგიონში 2775 ომის ვეტერანია, მათგან ოთხი დიდი სამამულო ომის ვეტერანია, ორი ახალციხეში, ორი ბორჯომში.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები, ქალაქ ახალციხეში მცხოვრები საჰაკ მიქაელიანი და სოფელ წყალთბილაში მცხოვრები მისაკ ავეტისიანი.

წელს ვეტერანები 1000 ლარს მიიღებენ, დაღუპულთა ოჯახის წევრები კი 500 ლარს.