ახალქალაქში პატივი მიაგეს ფაშიზმის წინააღმდეგ გამარჯვებულ გმირთა ხსოვნას

დღეს, 9 მაისს, ახალქალაქში ეროვნული ომის გმირის, ვაჩაგან ვანციანის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

9 მაისი სსრკ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღედ აღინიშნება. დილიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან შეიკრიბნენ მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს თანამშრომლები, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის წევრ სამველ მანუკიანთან ერთად ვაჩაგან ვანციანის ბიუსტთან  მივიდნენ და პატივი მიაგეს. აქ იმყოფებოდნენ ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს სხვა თანამშრომლები.

ახალქალაქის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჰამლეტ მოვსისიანი აღნიშნავს, „ყოველწლიურად ამ დღეს პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით დიდი სამამულო ომის ვეტერანებისა და დაღუპული გმირების წინაშე. დღეს ბევრი გამოწვევაა და დედამიწას მესამე მსოფლიო ომი ემუქრება. მშვიდობას ვუსურვებ მსოფლიოს“.

აღსანიშნია, რომ ბოლო ვეტერანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან გასულ წელს გარდაიცვალა.