„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ოფისის თავმჯდომარემ დავით ბალიაშვილმა თანამდებობა დატოვა. იგი ასევე მონაწილეობას არ მიიღებს პარტიის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების არჩევნებში.
მისი თქმით, ამის მიზეზი პარტიის ახალი ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილია, რომელიც მათ „ყურადღებას არ აქცევს“. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა ბრალდებებს უარყოფს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების ასარჩევად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდნენ სამცხე-ჯავახეთის ყველა განყოფილების ხელმძღვანელები, გარდა ბალიაშვილისა.
არჩევნების ზუსტი თარიღი 15 მაისს გახდება ცნობილი.