ასპინძაში ყირიმ-კონგოს ცხელების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება 45 წლის ქალს დაუდასტურდა. ინფორმაციას ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც პოლიკლინიკაში გვითხრეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და, შესაძლოა, ხვალვე დატოვოს კლინიკა.
ახალციხეში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც მერიაში აცხადებენ, პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.