სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ გააფართოვონ თავიანთი წარმოება და საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაატანონ. HEKS-EPER-მა რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გამოაცხადა საგრანტო კონკურსი.
ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა) 50-მდე გრანტის გაცემა იგეგმება. გრანტები 2000-დან 60000 ლარამდე მერყეობს.
პროექტის ხელმძღვანელი გიორგი თვალიაშვილი გვეუბნება, რომ პროექტის მიზანია ბიზნესში ქალების, ახალგაზრდების და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობის ხელშეწყობა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროპის ბაზარზე თავისუფალ ვაჭრობაზე.