რა ღონისძიებები გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ახალციხეში?

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით ახალციხეში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებები ახალციხის ციხეზე გაიმართება. პროგრამა 12:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიებების განრიგი:

12:00 – 14:00 – ტურნირი ჭიდაობაში და ტაეკვონდოში;

12:00 — 14:00 — ჭადრაკისა და ნარდის ტურნირი;

12:00 – კარატესა და ძიუდოს საჩვენებელი შესრულება;

14:00 – გამარჯვებულთა დაჯილდოება;

14:00-20:00 — ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

14:00-16:00 — სპორტული გაკვეთილები; 

14:00-18:00 — სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

14:00-18:00 — საბავშვო სივრცე. სხვადასხვა საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებები, ანიმატორები, ილუზიონისტები, აზოტის შოუ, მასტერკლასები;

15:00-17:00 — კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით;

14:00-18:00 — წარმოდგენა;

14:00-18:00 — კულინარიული მასტერკლასები ადგილობრივ შეფ-მზარეულთან;

17:10 – საზეიმო ზეიმი; 17:30 — ანსამბლი „გორდელა“, ოთო ნემსაძე.