მიმდინარე წლის 14 მაისს ტოკიოში კუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატს საქართველოს კუდოს ნაკრებიც იღებდა მონაწილეობას, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო ახალცხაის რაიონის სოფელ წყრუთის მკვიდრი, სედრაკ კარაპეტიანი. სედრაკმა ბრწყინვალე გამარჯვებით დაამარცხა მეტოქეები და გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ოქროს მედალოსანი.
საქართველოს აქამდე არასოდეს ჰყოლია სპორტის ამ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონი. მიმდინარე წლის 17 მაისს გუნდი საქართველოში დაბრუნდა, მათ შორის სედრაკ კარაპეტიანიც იყო. ახალცხის სოფლის მოსახლეობამ სედრაკს დიდი სიხარულით შეხვდა და გამარჯვება მიულოცეს. ახალცხის სულიერმა მოძღვარმა დალოცა მშობლები რუბენ და აიდა კარაპეტინები ასეთი ნიჭიერი შვილის აღზრდისთვის და სედრაკის მწვრთნელი გელა კახიშვილი ასეთი სპორტსმენის მომზადებისთვის.