ახალციხის მუნიციპალიტეტი მინიმუმ 2022 წელს წარმოებული ავტომობილის (პიკაპის) შეძენას გეგმავს, რისთვისაც 260 ათას ლარამდეა გამოყოფილი – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის მიხედვით, წინადადებები მიიღება 27-30 მაისს, ხოლო მანქანის გადაცემა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის შემდეგ უნდა მოხდეს.
ახალციხის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, მათ ბალანსზე 63 ავტომობილი ჰყავთ და კიდევ სამის შეძენას გეგმავენ.