იტალია-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა დეპუტატთა პალატაში პირველი სხდომა მოიწვია, რომელშიც მონაწილეობდა იტალიაში სომხეთის ელჩი წოვინარ ჰამბარძუმიანი.
იტალიაში სომხეთის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდიდან, განხილულ საკითხებს შორის იყო საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა, საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობა, ევროპული კანონმდებლობის გამოყენება და ორივე სახელმწიფოში საკანონმდებლო სფეროსთან დაკავშირებული საკითხები. „უძველესი ცივილიზაციების საფუძველზე ჩამოყალიბებულ ორ საერთო ისტორიული ფესვების მქონე ქვეყანას მრავალი ურთიერთობა ჰქონდა საუკუნეების მანძილზე. დიდი რაოდენობით სომეხი დასახლდა იტალიაში, რომლებიც ქმნიდნენ სომხური თემის კოლონიებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში“, – ნათქვამია განცხადებაში.
„შეხვედრაზე განიხილეს არაერთი ამბიციური პროექტი, რომლის მიზანია იტალიისა და სომხეთის პარლამენტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება და გაძლიერება დაძმობილების პროგრამის ფარგლებში“, – განაცხადა პარტია „ლეგას“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, საფინანსო კომიტეტში ფრაქციის ხელმძღვანელმა, იტალია-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტმა ჯულიო ჩენტემერომ.