„ქართული ოცნების“ ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი და ბიუროს წევრები აირჩიეს. ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დღესვე პარტიული კონფერენცია გაიმართება ნინოწმინდაში.