სომხეთის სპეციალური დავალებების ელჩი ედმონ მარუქიანი აღნიშნავს, რომ სომეხი სამხედრო ტყვეების რაოდენობა აზერბაიჯანის ციხეებში მუდმივად იზრდება, ნაცვლად იმისა, რომ ყველა მათგანი გათავისუფლდეს.
ამის შესახებ მარუქიანმა “ტვიტერის” მიკრობლოგში დაწერა, სადაც აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან 2 სომეხი სამხედროს გატაცებაზე საუბრობს.
„სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან უკანონოდ გაიტაცეს ორი სომეხი სამხედრო. ამრიგად, აზერბაიჯანის ციხეებში სომეხი სამხედრო ტყვეების რიცხვი ყველას გათავისუფლების ნაცვლად, მუდმივად იზრდება. აზერბაიჯანმა უნდა გაათავისუფლოს ყველა სომეხი სამხედრო ტყვე და მშვიდობიანი მოქალაქე, რადგან ისინი ყველა უკანონოდ არიან დაკავებული აზერბაიჯანის ციხეებში“, – წერს მარუქიანი.
სომხეთის სპეციალური დავალებით ელჩმა თავის ჩანაწერში მოიხსენია აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა საკითხებში ჯოზეფ ბორელი.