ფაშინიანმა და ურშკა ზუპანჩიჩმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადის შეჩერების აუცილებლობას

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო დელეგაცია სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის, ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩის ხელმძღვანელობით.

როგორც სრ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან იუწყებიან, პრემიერ-მინისტრი მიესალმა ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩის ვიზიტს სომხეთში და გამოთქვა რწმენა, რომ ეს ახალ ბიძგს მისცემს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას.

პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო დონეზე, მათ შორის საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიური თანამშრომლობა აუცილებლობად მიიჩნია.

ურშკა ზუპანჩიჩმა გამოთქვა სლოვენიის მზადყოფნა სომხეთთან ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით გაფართოვებისთვის. „მოსაუბრეები რეგიონული მნიშვნელობის საკითხებს შეეხო. კერძოდ, ნიკოლ ფაშინიანმა და ურშკა ზუპანჩიჩმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადის, ასევე აგრესიული რიტორიკის შეჩერების აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა დეტალები გააცნო მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ, ხაზი გაუსვა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების საერთაშორისოდ გარანტირებული დიალოგის მექანიზმის ფარგლებში მოგვარების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა სომხური მხარის მიდგომები არსებული საკვანძო საკითხების მოგვარების კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა და ურშკა ზუპანჩიჩმა ასევე ხაზი გაუსვეს სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის საქმიანობას, რაც ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.