ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ახალქალაქში

დღეს, 1 ივნისს, ახალქალაქში დიდი პოპულარობით აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ბავშვებისთვის სახალისო და საინტერესო ღონისძიებები მოეწყო. ახალქალაქის ცენტრალური პარკში ხალხმრავლობა იყო. შეკრებილ ბავშვებსა და მათ მშობლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

დღის განმავლობაში ცენტრალურ პარკში მოეწყო გასართობი და საგანმანათლებლო ღონისძიებები: საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრი, გამოფენა, ფერადი ცარცებით ხატვა და ა.შ.


მშვენიერი ტრადიცია წელსაც არ დაირღვა,ამგვარად  სამცხე-ჯავახეთისა და წალკის სულიერი მოძღვრის  ჰგშ. თ. მარკ რევ.  ჰმაიაკიანის ლოცვა-კურთხევით, ახალქალაქში წმინდა ჯვრის  ეკლესიის ეზოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დიდი პოპულარობით აღინიშნა. დღესასწაული დაიწყო  მამაო არჟ.. ნარეკ ტიგრანიანის ლოცვა-კურთხევით. შემდეგ  საგანმანათლებლო და კულტურულ-ახალგაზრდული ცენტრის „კარაპეტ მთავარეპისკოპოსი ბაგრატუნის“ გუნდის „ჯავახეთის ხმები“ (დირექტორი: გაიანე აღაჯანიანი) და საცეკვაო ჯგუფის „ზართონქ“ (სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი: ნასლეტ ქეიანი) მოსწავლეებმა შეასრულეს საბავშვო სიმღერები და ცეკვები.

დღის განმავლობაში ბავშვებს ბევრი სიურპრიზი ელოდათ. ტაძრის ეზოში მყოფმა ყველა ბავშვმა  მიიღო ბუშტები, ახალქალაქის წმიდა ჯვრის ტაძრის წლევანდელი ჯვრის ნათლიამ მარტინ მურადიანმა კი ნაყინით გაუმასპინძლდა მათ.

მთელი დღის განმავლობაში ბავშვებისთვის მოეწყო არაერთი თამაში-შეჯიბრი, რომელთა სახეები მხიარული და ლამაზი გამოსახულებებით იყო გაფერადებული. ბავშვებს ცარცით მოხატვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. დღე კიდევ უფრო სადღესასწაულო და დასამახსოვრებელი გახადეს ყველასთვის საყვარელმა მულტფილმის გმირებმა.