ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

დღეს საქართველო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღი დაარსდა 1949 წელს, ხოლო მისი აღნიშვნა 1950 წელს დაიწყო. თარიღთან დაკავშირებით, ახალციხის ცენტრალურ პარკში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში იმართება გასართობი და სახალისო ღონისძიებები.

თუმცა არ შეიძლება გამოტოვოთ გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქსონიის შტატის ერთობლივი კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში ბავშვების 35% არასდროს ჭამს სკოლაში. კვლევის მიხედვით, ამ პრობლემას უმეტესად მატერიალური და სოციალური დეფიციტის მქონე ბავშვები აწყდებიან, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ ამ ტიპის ოჯახის ბავშვების 50% არასდროს ჭამს სკოლის პერიოდში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოკითხულთა 75% თანახმაა გადაიხადოს სასკოლო კვება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. გამოკითხულთა 10,3% ვერ ახერხებს, ხოლო 12,5% მიიჩნევს, რომ სკოლაში კვება უფასო უნდა იყოს.

კვლევა საქართველოს ეროვნულმა სტატისტიკურმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩაატარა. სულ გამოიკითხა 1279 რესპონდენტი და მოიპოვა ინფორმაცია 2438 ბავშვის შესახებ.