აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 12 ივნისს აშშ-ში გაიმართება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოლდოვაში ვიზიტის დროს განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ხვალ მოსკოვში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის შესახებ სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.