სრ-ის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

2 ივნისს სრ-ის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის თავდაცვის მდივნის  პოლიტიკის საკითხებში მოადგილესთან კოლინ კალთან.

როგორც  სრ-ის თავდაცვის სამინისტროში იუწყებიან, განხილულ იქნა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი. წყაროს ცნობით, საუბარი იყო 2022 წ. სექტემბერში აშშ-ში თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის სამუშაო ვიზიტის დროს, დოქტორ კალთან გამართული დისკუსიის შედეგად, სომხურ-ამერიკული თავდაცვის თანამშრომლობის განვითარების შესახებ მიღწეული შეთანხმებების პროგრესი.