ახალციხეში სოფელ აგარასთან მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. დაზარალებული კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, კლინიკის ხელმძღვანელის, მზია კაკოშვილის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმედაა.
დაზარალებულს აღენიშნება დახურული დაზიანება გულის, გულმკერდისა და მუცლის არეში, ასევე ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ახლა პაციენტი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რომლებიც მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.