პატივცემულო Ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ, საქართველოში მცხოვრები სომხები, ყურადღებით ვადევნებთ თვალს თქვენს ძალისხმევას და განცხადებებს, რომლითაც საქართველო მზადაა იკისროს შუამავლის მნიშვნელოვანი როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
თქვენი პირადი ძალისხმევით ადრე გაათავისუფლეს სამხედრო ტყვეთა ჯგუფი და სულ ახლახან კვლავ განაცხადეთ, რომ მზად ხართ გააგრძელოთ შუამავლური მისია ჩვენს რეგიონში მშვიდობისთვის. ბუნებრივია, ეს ძალიან გვახარებს . თუმცა, როგორც ვიცით, მშვიდობის მიღწევა ძალიან რთული პროცესია, რომელიც ორივე მხარის დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თქვენ ალბათ იცით, რომ სომხეთი მზად არის ამ მშვიდობისთვის, მაგრამ ამ დროისთვის მთავარი დაბრკოლებები აზერბაიჯანის მხრიდან მოდის. ამ დაბრკოლებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მთიან ყარაბაღში 120 000 ადამიანი ამჟამად სრულ ალყაშია და შიმშილობს. ეს საშინელი ვითარება შეიქმნა 21-ე საუკუნეში და ის ჩვენს რეგიონშია და არა რომელიმე შორეულ ქვეყანაში. აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სრულმა ბლოკადამ ყარაბაღში სერიოზული ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ გავხდებით ბავშვების, მოხუცების, ავადმყოფების და რიგითი მშვიდობიანი ადამიანების შიმშილის მომსწრენი. 21-ე საუკუნეში, განურჩევლად ეროვნული და რელიგიური კუთვნილებისა, ჩვენი ვალია ავიცილოთ თავიდან ეს მოსალოდნელი კატასტროფა და გენოციდი ჩვენს რეგიონში, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება მშვიდობა ჩვენს რეგიონში.
სწორედ ამიტომ, გთხოვთ, გადადგათ აქტიური ნაბიჯები მედიაციის მისიის ფარგლებში და წვლილი შეიტანოთ მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის ბლოკადის მოხსნაში.
სამცხე-ჯავახკის მედია ანალიტიკური ცენტრი