ახალციხის მოქალაქეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ იდეები ქალაქში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში შეირჩევა 4 იდეა, თითოეულ ინიციატივაზე დაიხარჯება 25 000 ლარი. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივების დასაფინანსებლად 100 000 ლარი გამოიყოფა. საპროექტო ინიციატივები მიიღება 11 სექტემბრამდე.
პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრული მონაწილეობისთვის“. იგი ხორციელდება რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან HEKS-EPER Georgia-სთან თანამშრომლობით.