ასპინძის მუნიციპალიტეტში, მტკვარში ცხედარი იპოვეს

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თმოგვთან, მტკვარში ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის და საჭიროა ექსპერტიზის ჩატარება.