სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 7 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში უკანონო ნადირობის 97 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 7 სამცხე-ჯავახეთში.

უწყების ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი შემთხვევა – 30, მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა, იმერეთში 26 ფაქტი გამოვლინდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 11, შიდა ქართლში – 10, კახეთში – 7, ქვემო ქართლსა და აჭარაში – 3 ფაქტი.

„გამოვლენილი დარღვევებიდან 45 ნადირობის წესების დარღვევაა, 15 შემთხვევაში მონადირეებმა არ წარმოადგინეს სანადირო იარაღების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, 3 შემთხვევაში სამართალდამრღვევებმა ნადირობის აკრძალული სახეობების ან მეთოდების გამოყენებით და ა.შ. “- ნათქვამია საჯარო განცხადებაში.